|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხარაგაულში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღი ამოქმედდა, რომელიც იმერეთი სახელმწიფო რწმუნებულმაგუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმა გახსნეს. აღნიშნული საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 166 ათასი ლარით რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება 80 ბავშვზეა გათვლილი და მასში 19 ადამიანია დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებით მუნიციპალიტეტმა მილიონნახევარ ლარზე მეტი დახარჯა.

 2015 წელი იმერეთის რეგიონში საბავშვო ბაღების წლად გამოცხადდა, რეგიონში ათობით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და 23 ახალი ბაღი აშენდება.

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი