|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიციელის მკვლელს ამ დრომდე ეძებენ

გუშინ დაჭრილი ორი პოლიციელიდან ერთ-ერთი,  ბექა მარგიშვილი გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს კი სამედიცინო დახმარება უტარდება. 

 მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს პოლიციის პრესსამსახური. "შსს- ისან-სამგორის სამმართველოს მე-8 განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბექა მარგიშვილი დეტექტივის თანაშემწე - გამომძიებელ ვალერიან გრძელიშვილთან ერთად 4 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან, ჯავახეთის ქუჩაზე, სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, რა დროსაც მათ გადამოწმების მიზნით პიროვნება შეაჩერეს. აღნიშნულმა პირმა მოულოდნელად პოლიციელების მისამართით ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა.
მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა მარგიშვილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ვალერიან გრძელიშვილს სამედიცინო დახმარება პირველ კლინიკურ საავადმყოფოში უტარდება.
მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები დამნაშავე პირის დადგენა-დაკავების მიზნით. გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურა აწარმოებს", - ნათქვამია შსს-  განცხადებაში.

პოლიციამ ძებნის ოპერაცია 4 აპრილს ღამის სააათებში დაიწყო,  დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ. ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელი ბორჯომში მომხდარ მკვლელობაში ეჭვმიტანილი ძებნილი შალვა აბულაძეა. 


ავტორი: ნიუპრესი