|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„პატიოსანი, დამოუკიდებელი აზრის მქონე ხალხი მიზანმიმართულად იდევნება "ქართული ოცნებიდან""

 „პატიოსანი,  დამოუკიდებელი აზრის მქონე ხალხი მიზანმიმართულად იდევნება“  ქართული ოცნებიდან.  პარტიიდან დევნიან მათ, ვისაც  მონობა არ უნდა და ვინც  ლაქია არ არის“, -აცხადებს თერჯოლის მკვიდრი  როსტომ გავაშელაშვილი. ის თერჯოლის გამგებელს მის წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს და  ფაქტით დაინტერესებას  პრემიერს  თხოვს.  „მე მინდა მივმართო „ქართული ოცნების“ ლიდერებს.  მე ვარ „ქართული ოცნების“ წევრი  2012 წლიდან. გთხოვთ, დაინტერესდით ამ ფაქტით",-აცხადებს როსტომ   გავაშელაშვილი, რომელიც ფართო საზოდაგოებისათვის თერჯოლის გამგებელთან  თემურ ჯაფარიძესთან ფიზიკური დაპირისპირების შედეგად  გახდა ცნობილი.

როგორც გავაშელაშვილი ირწმუნება, ის გამგებელთან  დანაპირების შეხსენების მიზნით იყო მისული, რასაც მის წინააღმდეგ პროვოკაცია მოყვა.  მის წინააღმდეგ  საქმე 125-ე  მუხლით არის აღძრული,  რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

პროვოკაციის მოწყობას უარყოფს თერჯოლი გამგებელი თემურ ჯაფარიძე  და აცხადებს, რომ გავაშელაშვილი მასთან ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. ჯაფარიძე არც მის „ქართული ოცნების" წევრობას ადასტურებს. მისი თქმით, გავაშელაშვილი არჩევნების დროს "ბურჯანაძე -დემოკრატების" შტაბის უფროსი იყო.


                                                                                                                                                                                                                                    

ავტორი: გიგა გელხვიიძე