|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,საზოგადოება ვალდებულია ხმა ამოიღოს თავისი დამცველების დასაცავად" - მიხეილ სააკაშვილი

,, ეს არის პოლიტიკურად წახალისებული კრიმინალური სამყაროს შურისძიება“ - ასე ეხმაურება ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ ,,facebook” - გვერდზე, რამდენიმე დღის წინ მოკლული პოლიციელის ამბავს.  სააკაშვილის განცხადებით, საზოგადოება ვალდებულია ხმა ამოიღოს და დაიცვას თავიანთი დამცველები.

     ,,სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ კლავენ და ესხმიან თავს მათ, ვინც ხალხი ძალადობისა და აგრესიისგან უნდა დაიცვას. ბექა მარგიშვილის მკვლელობამდე მოკლეს ბორჯომში პოლიციელი გიორგი ბერუაშვილი, ბათუმში პოლიციელი თარეშ მუკბანიანი და ადგილი ჰქონდა ათეულობით პოლიციელის დაჭრასა ან ფიზიკურ ხელყოფას.

ეს არის პოლიტიკურად წახალისებული კრიმინალური სამყაროს შურისძიება იმ კანონიერებისა და წესრიგის წინააღმდეგ, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო, ჩვენი ეროვნული სიამაყის, ქართული პოლიციის მუშაობის შედეგად დამყარდა“, - წერს სააკაშვილი.





ავტორი: გიგა გელხვიიძე