|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

,,ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს"- ივანიშვილი მარგველაშვილზე

  ქვეყნის პირველი "მოქალაქის" ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციაშია, თუმცა ამის გამხელა უჭირს. ივანიშვილს ამის არგუმენტად  მარგველაშვილის გაპრეზიდენტებიდან დღემდე განვლილი გზა მოჰყავს : ,,მე რამდენჯერმე მქონდა გამოსვლა და მივანიშნე მის პოლიტიკურ არაკორექტულობაზე, როდესაც არჩევნებიდან მეორე დღესვე დაუპირისპირდა საკუთარ გუნდს, რომელმაც მოიყვანა პრეზიდენტად. მსგავსი შეიძლება მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში ვერ გაიხსენოთ. დღესაც შემიძლია საზოგადოებას შევახსენო- პრეზიდენტის სასახლეში შესვლა, მისი ვეტოზე მომარჯვებული მოდა, ნიუ იორკში წასვლაზე ჭირვეულობა და აშკარა გაუგებრობაში შესვლა. ნიუ იორკში წასვლას მას რატომღაც "ნაციონალური მოძრაობის" "ელჩი" დღესაც იაკობაშვილი ულაგებდა. ასოცირების ხელმოწერაზე გავიხსენოთ როგორ გადასცა დემონსტრაციულად პრემიერს ის, რაც თავად არ ეკუთვნოდა, პროკურატურას გრიფს არ უხსნიდა პრეზიდენტის საქმეზე, სამჯერ შეხვდნენ პროკურორები და სამივეჯერ უარი უთხრა, სანამ მედიით არ გასაჯაროვდა. მოკლედ, ოპოზიციაშია გუნდთან და ამას ვერ ამხელს, თუმცა მთელ მის ქმედებებში ეს მჟღავნდება და ყველაზე კარგად გამომჟღავნდა, როცა "თავისუფალი დემოკრატები" უმრავლესობას გამოეყვნენ. მანამდე მათთან კომუნიკაციას ვერ ახერხებდა და ხელის ჩამორთმევაც ვერ მოახერხა პეტრიაშვილთან. როგორც კი ოპოზიციაში გადავიდნენ, სასწრაფოდ მოახერხა მათთან დამეგობრება და რიგგარეშე სხდომაც

ავტორი: გიგა გელხვიიძე