|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქუჩაში მომუშავე ბავშვებისათვის დღის ცენტრი გაიხსნა

 ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად  ქუთაისში დღის ცენტრი გაიხსნა. ცენტრი ფუნქციონირებას დღეიდან იწყებს. მობილური ჯგუფი და დღის/კრიზისული ინტერვეციის ცენტრი  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების საჭიროებებს დააკმაყოფილებს.

მომსახურებას უზრუნველყოფს არასამთავრობო ორგანიზაცია "ვორლდ ვიჟენი" ქუთაისის მერიასა და იმერეთის რეგიონის გუბერნატორის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ინიციატივის ფარგლებში დაარსდა მომსახურებები და მექანიზმები, რომლებიც  გამოავლენენ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს. მათ სთავაზობენ დაუყონებლივ დახმარებას და დაცვას.  ლენტი ქუჩაში მომუშავე ბავშვებმა გაჭრეს.

აღნიშნულ ღონისძიებას ქალაქის თვითმართველობა და გუბერნია დაესწრნენ.

"ძალიან მნიშვნელოვანია დღის ცენტრის გახსნა. მათი ბენეფიციალები ქუჩაში მომუშავე და მცხოვრები ბავშვები არიან. მათ მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ, პირველ რიგში  განათლების საკითხში. სამწუხაროდ არიან ასეთი ბავშვები  და აუცილებელი იყო დღის ცენტრის ფუნქციონირება, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "ვორლდ ვიჟენის" ამ კარგი ინიციატივისთვის.  შენობა სადაც ფუნქციონირებს დღის ცენტრი ქალაქის მერიიდან უსასყიდლო სარგებლობაში გადაეცა "ვორლდ ვიჟენს" ამ მიზნის მისაღწევად", -განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ. 

"ცენტრი, რომელიც დღეს გაისნა არის ძალიან სათუთი ბავშვებისთვის, რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ მოვლას. გაეროს ბავშვთა ფონდი ევროკავშირის დახმარებით  ავსებს ამ ფონდს. დღის ცენტრის მთავარი ამოცანა არის, რომ მიეხმაროს ბავშვების რეიტენგრაციას,  დააბრუნოს ისინი ოჯახებში და ასევე დააბრუნოს ბავშვები სკოლებში.

დღის ცენტრი გათვლილია 20-30 ბენეფიციალისათვის, რომელთაც საშუალება ექნებათ  მოვიდნენ დღის ცენტრში და სამი თვის განმავლობაში ისარგებლონ. ეს დრო საკმარისი იქნება  სოციალური სამსახურისთვის,  რომ უპოვონ ბავშვს უფრო მყარი თავშესაფარი", -განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის  ქეთევან მელიქაძემ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი