|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საავტომობილო წარმოდგენა მოეწყობა

ქუთაისში ორმაისობის დღესასწაულზე  სხვა ღონისძიებებთან ერთად საავტომობილო წარმოდგენაც გაიმართება. მერიამ ამისათვის ტენდერი უკვე გამოაცხადა.  გამოყოფილი თანხა 3500 ლარს შეადგენს. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს საავტომობილო წარმოდგენაში პირველ ადგილზე გასულებისთვის  ოქროსფერი მედალი BMW- ს ლოგოს გამოსახულებით, მეორე ადგილოსანისთვის BMW- ს ლოგოს გამოსახულებით - ვერცხლისფერი, მესამე ადგილოსანისთვის კი ბრინჯაოსფერი მედალი.

 ჟიურის წევრები პროფესიონალი ავტომრბოლელები, მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მძღოლები იქნებიან. 
სატნედერო განაცხადების მიღების ბოლო ვადა 14 აპრილია.

ავტორი: ანა ჯიქია