|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქალთა სახეები მე-20 საუკუნის კინოში

ქუთაისის გენდერის მედიაცენტრში თემაზე  - ქალთა სახეების განვითარება კინოში,  დისკუსია გაიმართა. როგორი იყო მე-20 საუკუნის კინოგმირი ქალი, აღნიშნულ საკითხზე სასაუბროდ მიწვეული იყო კინომცხოდნე თამთა თურმანიძე, რომელმაც დეტალურად აღწერა ის გზა, რომელიც  პოლა ნეგრისა და ტედა ბარას მაცდუნებელი ქალი ვამპის ტიპაჟმა, დღევანდელ ემანსიპირებულ და თავისუფალ ქალ პერსონაჟებამდე გაიარა.

   როგორც თამთა თურმანიძემ ჩვენთან საუბარში განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე განხილული იყო თითოეული ეპოქა, რომლის მიხედვითაც კინემატოგრაფიაში ქალთა ახალი სახასიათო სახეები იმნებოდა.

  ,,კინო ხელოვნების დარგებს შორის ყველაზე მასობრივ ხასიათს ატარებს, ის ყველაზე კარგად გრძნობს კონკრეული ეპოქის სულისკვეთებას, თუ რა უნდა ამ დროს საზოგადოებას, რა არის მისთვის მტკივნეული და საყურადღებო. რაც შეეხება ქალის სახეს კინემატოგრაფიაში, ის  ტრანსფორმირდებოდა ათწლეულების განმავლობაში, იქნებოდა ეს პირველი მსოფლიო ომის პერიოდი, 30-იანი თუ 40-იანი წლები, იმიტომ, რომ ყველა ამ ეპოქას ჰყავდა თავისი კონკრეტული გმირი“, - განაცხადა თურმანიძემ.

   აღნიშნული დისკუსია "ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის"- მიერ განხორციელებული პროექტის ფარგლებში მოეწყო. როგორც ცენtრის ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ქეთი ბერძენიშვილმა განაცხადა, ის შეეცადა, რომ დღევანდელი შეხვედრა ნაკლებად ყოფილიყო პოლიტიკური ხასიათის მატარებელი. 

   ,, ჩვენ ყოველ თვეში ვმართავთ თემატურად ღონისძიებებს, რომელიც გამიზნულია ქალთა პოლიტიკურ გააქტიურებაზე, ქალთა როლზე. ვინაიდან გაზაფხულის პერიოდია  გადავწყვიტეთ არ ყოფილიყო დღევანდელი შეხვედრა პოლიტიკურად დატვირთული, ამიტომაც წარმოვადგინეთ თემა“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ავტორი: გიგა გელხვიიძე