|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვიზალიბერალიზაციის პროცესი წინ მიიწევს

 საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა საბერძნეთის რესპუბლიკის პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერთან და ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ალექსიოს მიტროპულოსთან, საბერძნეთის საგარეო საქმეთა ალტერნატიულ მინისტრთან ევროპულ საქმეებში ნიკოლაოს ხუნტისთან და ევროკავშირის საქმეთა გენერალური დირექციის დირექტორთან დიმიტრის კარამიცოს-ძირასთან. შეხვედრებზე განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის მიმდინარეობისა და საქართველო-ევროკავშირის სავიზო დიალოგთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზები.  ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის ფარგლებში საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკის შესაბამისი სტრუქტურებისათვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება და მათი სათანადო მხარდაჭერის მოპოვებაბერძნული მხრიდან პოზიტიურად იქნა შეფასებული VLAP-ის იმპლემენტაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ აღნიშნული შესაბამის ასახვას ჰპოვებს ევროკომისიის ანგარიშში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი