|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უეფას სუპერთასისთვის მოხალისეთა შერჩევა იწყება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფას სუპერთასისaათვის მოხალისთეთა შერჩევას იწყებს.  "მიხეილ მესხის" სტადიონის მედიაცენტრში საგანგებო პრესკონფერენცია გაიმარა. "სუპერთასი 2015" - სთვის აპლკიკაციის მიღება დღეიდან დაიწყო და 29 მაისამდე გაგრძლედება.  მოხალისეობა 18 წელს ზემოთ ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ. აუცილებელ პირობას წარმოადგენს უცხო ენების ცოდნა. განაცხადის შევსებისას, აპლიკანტები თავად აირჩევენ, თუ რა მიმართულებით სურთ საქმიანობა. აპლიკაციების მიღების  შეწყვეტის შემდეგ შესაფერისი კანდიდატები შეირჩევიან, ჩატარდება გასაუბრება, საუკეთესოები გაივლიან სპეციალურ მომზადებას.  სააპლიკაციო ფორმის ნახვა შესაძლებელია  ლინკზე  ttp://gff.ge/ka/News/Details/938, რომელიც უნდა გააგზავნონ ელექტრონულ მისამართზე volunteers@gff.ge.  
200-მდე მოხალისე აქტიურ მონაწილეობას მიიღებს 1-დან 12 აგვისტოს ჩათვლით  საფეხბურთო მოვლენის ორგანიზებაში.
სუპერთასის გათამაშება 11 აგვისტოს გაიმართება, ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის და ევროპის ლიგის გამარჯვებული გუნდები შეხვდებიან.


მომზადებულია gff.ge -ს მიხედვით

ავტორი: ანა ჯიქია