|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სააღდგომო საქველმოქმედო აქცია თბილისში დღეიდან დაიწყო


სააღდგომო საქველმოქმედო აქცია ,, 1 პასკა+10 კვერცხი“ დღეიდან დაიწყო. აქცია
ააიპ ,,სოციალური დაცვის ლიგა“ ორგანიზებით ტარდება. სააღდგომო საქველმოქმედო აქცია ,, 1 პასკა+10 კვერცხი“
საფუძველი ჩაეყარა 2014 წელს, რომელშიც მონაწილეობა უამრავმა ადამიანმა მიიღო.
აქცია ოთხი დღის განმავლობაში თბილისში ტარდება.
"მოქალაქეებს ვთხოვთ, გააკეთონ მადლიანი საქმე - ჩაერთონ აქციაში და მოიტანონ შენაწირი, რომელიც მკაცრად აღირიცხება გაჭირვებული ადამიანები კი წაიღებენ და ბედნიერ აღდგომას გაითენებენ. ინდივიდუალური გაცემა იქნება წითელ პარასკევს გარდამოხსნის შემდეგ, ხოლო შაბათს, 11 აპრილს რაც დარჩება, დავარიგებთ ბავშვთა სახლებში და  თავშესაფრებში. 
ვთხოვთ, ორგანიზაციებსაც ჩაერთონ ამ მადლიან საქმეში"-ბელა სონგულაშვილი
აქცია გაგრძელდება 8-11 აპრილს, დიდი შაბათის ჩათვლით, 12 საათამდე.

თბილისი, სიონის ქ. 13/40 ,სასულიერო სემინრიის 1 სართული, სიონის ეკლესიის უკან.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი