|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერის მოადგილე ბიუჯეტის ხარჯზე ისვენებდა"

"თავისუფალი საქართველოს"  იმერეთის ორგანიზაციის თავჯმდომარე გოგი წულაია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველ მოადგილეს ნოდარ მიქიაშვილს  ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებს. წულაიას განმარტებით,  მიქიაშვილი  იანვრის თვეში მივლინებაში საფეხბურთო გუნდ "ტორპედოსთან" ერთად იმყოფებოდა.

 "მე მაქვს დოკუმენტი, რა თანხები დაიხარჯა ნოდარზე, მაგრამ  არა მაქვს იმ ორ თანამშრომელზე, რომელიც მიქიაშვილს ახლდა.  ასობით ლარია ბიუჯეტიდან დახარჯული  არამიზნობრივად. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. მოვუწოდებ  შოთა მურღულიას   დაიწყოს ახალი მთავრობის დაკომპლექტება წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველ ხუთშაბათს  ქუთაისში გაიმართება საპროტესტო აქცია  მთავრობის გადადგომის მოთხოვნით.   თუმცა, მაინტერესებდა ნოდარ მიქიაშვილი "კუპალნიკებში"  პლიაჟზე წამო გორებული" , - განაცხადა წულაიამ.  

მიქიაშვილის განცხადებით, ის ასევე იმყოფება საფეხბურთო ჯგუფი "ტორპედოს" პრეზიდენტი და ის ამ სტატუსით იმყოფებოდა ანტალიაში.

"მინდა ავღნიშნო, რომ ამ საქმიანობაში ანაზღაურებას არ ვიღებ,  არც სხვა სარგებელი მაქვს.  იქ  "ტორპედოს" საქმეების მოსაგვარებლად ვიმყოფებოდი.  ამ ვიზიტში 440 ლარი უნდა იყოს დახარჯული, თუ სწორად მახსოვს. რაც შეეხება ამ პერიოდში ბატონი წულაიას გააქტიურებას,  ძალიან ცუდია,  რადგან  "ტორპედო"  ბოლო ოთხი თამაშია ძალიან  წარმატებულად თამაშობს. " განაცხადა ნოდარ მიქიაშვილმა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი