|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გული მწყდება, რომ ქუთაისის მერიამ ლიფტი ბათუმს შეუძინა“-შოთა მურღულია

ქუთაისის მერიის ადმინიტრაციულ შენობასთან დამონტაჟებული პანდუსი დღეს ქალაქის მერმა, შშმ პირებთან ერთად გახსნა. როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა აღნიშნეს, მერიის მიერ პანდუსის  დამონტაჟება  თანამშრომლობისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ  შენობაში შესვლის შემდეგ შშმ პირებს სართულებზე გადაადგილების შესაძლებლობა  აღარ აქვთ.

შოთა მურღულია განცხადებით,  პანდუსების მოწყობა და ადაპტირებული გარემოს შექმნა, მომავალშიც გაგრძედება.

„შეზღუდული შესაძლობლობის მქონე პირთათვის გარეინფრასქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია. ჩვენ გასულ წელს, რამდენიმე პანდუსი დავამონტაშეთ, მათ შორის ადმინისტრაციულ შენობაზე. აქტიურად დავიწყეთ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომელთა მითითებითაც ვარჩევთ ობიექტებს, სადაც პანდუსის მოწყობა შშმ პირთათვის აუცილებელია. გული მწყება, რომ ქუთაისის მერიამ, თავის დროზე ლიფტი ბათუმს შეუძინა და არ გახსენებია, რომ ქალაქის ადმინისტრაციულ შენობაში შშმ პირები ვერ გადაადგილდებოდნენ. ადაპტირებული გარემოს შექმნის მიზნით ვგეგმავთ მერიაში სპეციალური ლიფტი დავამონტაჟოთ“, - განაცხადა შოთა მურღულიამ.

2014 წელს 28 000 ლარად 6 პანდუსი მოეწყო. მიმდინარე წლის ბიუჯეტში კი 200 000 ლარია გათვალისწინებული.

                          

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი