|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არა ტერორიზმს!"

ქუთაისში კენიაში მოკლული 148 სტუდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართა.  აქციას ორგანიზება ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა ( რომელიც დაფუძნებულია ქუთაისის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის ბაზაზე, საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის "ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება საქართველოში" ფარგლებში)გაუწია.

"ჩვენ გადავწყვიტეთ კენიაში დაღუპული სტუდენტების  ხსოვნისადმი აქცია გაგვემართა. ვაპროტესტებთ ტერორიზმს. დაიღუპნენ სტუდენტები. ეს ფაქტი არ უნდა დარჩეს ყურადღების გარეშე",- განაცხადა აქციის მონაწილე აკაკი საღინაძემ.  
2015 წლის 2 აპრილს, კენიისა და სომალის საზღვარზე მდებარე გარისას უნივერსიტეტში ტერორისტული დაჯგუფება ალ შაბაბის წევრები შეიჭრნენ და 148 სტუდენტი დახოცეს, 60-ზე მეტი ადამიანი კი დაიჭრა.


ავტორი: ანა ჯიქია