|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფიჩხიაზე მცხოვრებ სამამულო ომის ვეტერანებს სააღდგომო ნობათი გადასცეს

საფიჩხიაზე მცხოვრებ სამამულო ომის ვეტერანებს სააღდგომო ნობათი გადასცა და 

დამდეგი დღესასწაული 

ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, საფიჩხიის ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნიკოლოზ ლატარიამ მიულოცა

საფიჩხიაზე სამამულო ომის მონაწილე სულ ორი ადამიანი ცხოვრობს, თამარ ჯალაღანია რომელიც 98 წლისაა და 90 წლის შოთა ერაძე.

"სამწუხაროდ, სამამულო ომის ვეტერანი ბევრი აღარ გვყავს საფიჩხიაზე. ამ მცირედი საჩუქრით მივულოცე მათ აღდგომა და გამოვხატე სითბო, თანადგომა და პატივისცემა. ისინი ჩვენ ყოველთვის გვახსოვს და ვაფასებთ", -განაცხადა ნიკა ლატარიამ. 

 თამარ ჯალაღანია, რომელიც ომში 3 წელი იბრძოდა,  მადლობას იხდის ყურადღებისთვის.  "დიდი მადლობა დაფასებისთვის. ამ დრომდე, თუ მოვაღწევდი არ მეგონა, 3 წელზე მეტი ომში ვიბრძოდი. მე ვალი მოვიხადე ჩემი სამშობლოს და ოჯახის წინაშე.  ბედნიერი  წავალ ამ ქვეყნიდან", -განაცხადა თამარ ჯალაღანიამ.



ავტორი: ანი ლიპარიშვილი