|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაპირისპირება 9 აპრილის მემორიალთან

ინციდენტი მოხდა თბილისში, 9 აპრილის მემორიალთან. დაკავებულია ერთი პირი. ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელს, მალხაზ ჩემიას შელაპარაკება  "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებთან  მოუვიდა. მემორიალთან მისულ კობა ხაბაზს ჩემიამ  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იგი "თავისუფალი ზონის" ხელმძღვანელს თხოვდა, რომ ტერიტორია დაეტოვებინა. მალხაზ ჩემიას  განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს 9 აპრილის მემორიალთან მისვლის მორალური უფლება არ აქვთ. 
დაპირისპირების შემდეგ იგი სამართალდამცავებმა პოლიციის განყოფილებაში  გადაიყვანეს. 

ავტორი: ნიუპრესი