|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს!"

ქუთაისში მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა ლოზუნგით  "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს" მსვლელობა მოაწყო.  მათი მთავარი მოთხოვნაა შესრულდეს წინასაარჩევნო დაპირება და ქუთაისმა "საუნივერსიტეტო ქალაქის" სტატუსი მიიღოს.

"შევიკრიბეთ, რათა  გავავრცელოთ ბროშურები და საზოგადოებას ჩვენი ინიციატივის შესახებ  მივაწოდოთ ინფორმაცია, რათა გააქტიურდნენ და ჩაერთონ მსვლელობებში. ასევე მოაწერონ ხელი ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში აშენების მოთხოვნას"-განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა მინდია  ჩაქსელიანმა. ხელმოწერების შეგროვება 2 მაისს  დასრულდება.

" მე ვსწავლობ თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. რომ ყოფილიყო  ჩემს ქალაქში  ისეთი უნივერსიტეტი, რომელიც მომცემდა შესაძლებლობას  მაღალი დონის განათლების მიღებას, აუცილებლად დავრჩებოდი აქ. ჩემი სურვილია, მომავალი თაობისთვის მაინც იყოს ეს შესაძლებელი ", - განაცხადა სტუდენტმა ქეთი კუპრეიშვილმა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი