|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

“ქართულ სახელმწიფოს ფუნქცია უნდა მოვუძებნოთ” – გუბაზ სანიკიძე

გუბაზ სანიკიძემ ქვეყნის ფუნქციაზე ისაუბრა. მისი აზრით,  ქვეყანას ფუნქციონალური დატვირთვა არ აქვს. „როგორც „ეროვნული ფორუმის“ ხელმძღვანელი, ვფიქრობ, რომ ქართულ სახელმწიფოს ფუნქცია უნდა მოვუძებნოთ. არ გვაქვს ჩამოყალიბებული, რა ფუნქცია უნდა შეასრულოს ქართულმა სახელმწიფომ. ხშირად ვამბობთ, რომ გვინდა დასავლეთში შესვლა, თუმცა არასდროს ვსვამთ კითხვას, რაში სჭირდება დასავლეთს საქართველო. სწორედ აქ არ ვართ შეთანხმებული. ამის განხილვა არ ხდება და ვფიქრობ, ძალიან ბევრი პრობლემაა დაკავშირებული იმასთან, რომ ქართულ სახელმწიფოს დღეს ფუნქციონალური დატვირთვა არ აქვს“,-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

მისი აზრით, 9 აპრილის დროს ხალხი უფრო იმიტომ იყო მობილიზებული, ქართველ ხალხს  ზეამოცანა, დამოუკიდებლობის მოპოვება ჰქონდა. 

ავტორი: ანა ჯიქია