|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აღდგომას ქუთაისში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

ქუთაისში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით 12 და 13 აპრილს საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობა უფასო იქნება.
ქალაქში არსებული სასაფლაოების მიმართულებით ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილებას მერიის მიერ გამოყოფილი მირკოავტობუსები და ავტობუსები უზრუნველყოფენ. სატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური წარწერები განთავსდებარომელიც სასაფლაოს მიმართულებებს განსაზღვრავს. ავტობუსები წითელი ხიდიდან იმოძრავებს.
უფასო ტრანსპორტი 9:00 სათიდან 13:00 საათამდე იმუშავებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი