|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შალვა აბულაძემ დაკავების გაქცევა სცადა(ვიდეო)

 შსს-ს ინფორმაციით, ორი პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებულმა შალვა აბულაძემ დაკავებისას სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია. მან დაკავების სპეცოპერაციისას გაქცევა სცადა, თუმცა ამჯერად არავინ დაზარალებულა. 
როგორც უწყებაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს, ბორჯომის რაიონის დასახლება არდაგანში აბულაძის აყვანის სპეცოპერაცია დღეს გამთენიისას ჩატარდა.
მათივე განმარტებით, სახლიდან, საიდანაც აბულაძე აიყვანეს, ორი პისტოლეტი და ერთი ხელყუმბარა ამოიღეს.
შსს-ის ინფორმაციით, ბორჯომიდან თბილისში აბულაძის გადმოყვანა ვერტმფრენით განხორციელდა.



ავტორი: ბექა გერაძე