|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ დაგვასაქმებს?

     ,,პარტიის ოფისი დასაქმებას არავის დაპირებია, აღნიშნული დაპირება გუბაზ სანიკიძემ გასცა“, - ასე ეხმაურება მანანა მიქაძე ,,ქართული ოცნების“ აქტივისტებს და იმ მოქალაქეებს, რომლებიც დასაქმების პრობლემებზე საუბრობენ.

 ,,პარტიის ოფისი დასაქმებას არავის დაპირებია, აღნიშნული დაპირება გუბაზ სანიკიძემ გასცა და სწორიც არის თუ კი მის ბიუროს აკითხავენ აღნიშნული თხოვნით“ ,- აცხადებს  მიქაძე.

   საინფორმაციო სააგენტომ "newpress.ge" ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პარტიის აქტივისტები დასაქმებას ითხოვენ, რამოდენიმე ხნის წინ გაავრცელა. აღნიშნულს გუბაზ სანიკიძის ბიუროს უფროსი ამირან ვაშაკიძეც ადასტურებს და აცხადებს, ,,ეს არის განათლების პრობლემა, მათ არ იციან  კანონი საჯარო სამსხაურის შესახებ. არ იციან, რომ დასაქმება ასე მყისიერად არ ხდება. მაჟორიტარები და არამარტო მაჟორიტარები ცოდავდნენ, მსგავს  დაპირებებს რომ იძლეოდნენ“.

    

   

ავტორი: გიგა გელხვიიძე