|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ენმ და "თავისუფალი დემოკრატები" ერთიანდებიან?

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლების გადაყენების მოთხოვნით ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად იბრძოლოს, აღნიშნულთან დაკავშირებით მან გადაცემაში ,,თეორემა" ისაუბრა. 

 "ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიფიქრია, რა ფორმებით შეიძლება ეს პრაქტიკულად უუნარო და ნდობადაკარგული მთავრობა შეიცვალოს. პირველ რიგში, ბუნებრივია, როცა ეს კრიზისი მწვავდება და არ უჩანს არანაირი პირი იმისა, რომ ამათ აქვთ ანტიკრიზისული გეგმა, გამოსავალი, ამაზეც შეიძლება ფიქრი და შემდეგ ნაბიჯზეც, შემდეგ რა უნდა მოყვეს ამას.

ამიტომ, გამორიცხული არაფერი არ არის. მაგრამ პირველ რიგში, ჩვენ რაც გვაინტერესებს, ჩვენი ფრაქციაც და დარწმუნებული ვარ, ოპოზოციის სხვა წარმომადგენლებიც ახლა უკვე სერიოზულად მოთხოვენ ეკონომიკურ გუნდს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმის დადებას და ეს უნდა მოხდეს უახლოეს პერიოდში, რადგან რამდენი დღეც გადის, უფრო და უფრო უარესდება თითოეული ჩვენი მოქალაქის ცხოვრების პირობები", _ განაცხადა ალასანიამ.

  შეგახსენებთ, მთავრობის გადასაყენებლად სულ 76 ხმა არის საჭირო. ,,თავისუფალ დემოკრატებს", ,,ნაციონალურ მოძრაობასთნ" ერთდ კი ჯამში 58 ხმის მოგროვების შესაძლებლობა აქვთ. განხორციელდება თუ არა აღნიშნული გეგმა და რამდენად შეძლებენ ისინი 18 დეპუტატის გადაბირებას, ჯერჯერობით უცნობია.

ავტორი: გიგა გელხვიიძე