|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რა გახდა ხმაურის მიზეზი ზესტაფონის საკრებულოში?

  საფეხბურთო კლუბ ,,ზესტაფონის“ საკითხის განხილვას ხმაური მოჰყვა ზესტაფონის საკრებულოს სხდომაზე.   როგორც ადგილობრივები და კლუბის წარმომადგენლები აცხადებენ, თვითმმართველობა არ ცდილობს აღნიშნული კლუბის განვითარებას შეუწყოს ხელი, რაც აზარალებს სპორტის ამ სახეობას და ახალგაზრდებს უკარგავს სტიმულს იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით.

 აღნიშნულთან დაკავშირებით ზესტაფონში ცოტა ხნის წინ აქციაც გაიმართა, სახელწოდებით - ,,ნუ წაგვართმევთ ფეხბურთს“.  აქციის მონაწილეთა ძირითადი მოთხოვნა ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან  დახურვის პირას მყოფი საფეხბურთო კლუბის ფინანსური დახმარება იყო.

     


ავტორი: გიგა გელხვიიძე