|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ნატო ქათამაძე ინფრასტრუქტურის სამინიტროს მიმართავს

ქუთაისში,  ოღასკურას არხის გაწმენდა კვლავ პრობლემად რჩება. ამის შესახებ  გამარჯვების ოლქის მაჟორიტარ დეპუტათთან ნატო ქათამაძესთან გამართულ  შეხვედრაზე ბინათამხანაგობების თავმჯდომარეებმა განაცხადეს.  აღნშნული პრობლემით ნატო ქათამაძემ საკრებულოს არაერთხელ მიმართა.  მისი წინადადება საკრებულომ მოიწონა, თუმცა დაფინანსება ვერ მიიღო.

„პირველი შედეგი იყო  ის,  რომ წინადადება მოიწონეს, თუმცა შემდეგ 2015 წლის ბიუჯეტში არ ჩაიდო. დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, ეს პრობლემა აწუხებთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს: მე-13, მე-15 ბაგა- ბაღს და 35-ე სკოლას.  ამ პრობლემით ეს ხალხი უშუალოდ ზარალდება. ამ დროისათვის  საკითხის გადაწყვეტისათვის 2500 ხელმოწერაა შეგროვებული“,- განუცხადა „ნიუპრესს“ ნატო ქათამაძემ.

როგორც მაჟორიტარი დეპუტატი ამბობს, ის ახლა ეკოლოგების დასკვნას ელოდება, შემდეგ კი შესაბამის  მოთხოვნას ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაუგზავნის. 

"მივმართე ეკოლოგებს, ამიტომ როგორც კი დასკვნა მექნება, თუ რა ზიანს აყენებს და შეუძლია მიაყონს დაზიებულმა კალაპოტმა გარემოს, ამის შემდეგ მივმართავ ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რათა  ეს ბრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს", - განაცხადა ნატო ქათამაძემ.


ავტორი: ანა ჯიქია