|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლი გადმოვიდა

მაცხოვრის საფლავზე ღვთაებრივი ცეცხლი გადმოვიდა, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი აღდგომის ტაძარში უფლის საფლავზე თბილისის დროით,  14.00 საათზე შევიდა.   საფლავში შესვლამდე  პატრიარქი სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა, მათ შორის ებრაული პოლიციის წარმომადგენლებმა  საგულდაგულოდ გაჩხრიკეს. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელმა  პატრიარქმა საგანგებო ლოცვები შეასრულა.

ზეციური ცეცხლის გადმოსვლას ყოველწლიურად მორწმუნეები განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან, ნიშნად უფლის მოწყალებისა.

წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან ცასულები.  მათ შორის მომლოცველები არიან საქართველოდან.

წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში ჩამოასვენებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ. 





ავტორი: ანა ჯიქია