|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში სარაკეტო იერიშების დროს ჟურნალისტი დაიღუპა

უკრაინაში სარაკეტო იერიშის დროს ჟურნალისტი დაიღუპსა. შემთხვევა დონეცკის აეროპოერტის  მახლობლად მოხდა. დაღუპული ჟურნალისტის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.   დონეცკის ე.წ  სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლების თქმით, მანქანას, რომელშიც მედიის ორი წარმომადგენელი იმყოფებოდა მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა მოხვდა. ერთ-ერთმა მათგანმა  აფეთქებამდე მანქანიდან გადმოხტომა მოასწრო.  ინფორმაციას  უკრაინის ხელისუფლებაშიც ადასტურებენ.

უკრაინელი სამხედროების მტკიცებით, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი გასული დღე-ღამის განმავლობაში სეპარატისტებმა 35-ჯერ დაარღვიეს.

ავტორი: ანა ჯიქია