|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გალერეაში "ვარლა" საგაზაფხულო გამოფენა გაიმართა

ქუთაისში, ორმაისობის კვირეულის ფარგლებში,  გალერეაში  "ვარლა"  იმერეთის  მხატვართა რეგიონულმა  ორგანიზაციამ  გამოფენა გამართა,  სადაც   იმერეთის რეგიონიდან 59 მხატვრის 140 ნამუშევარი იყო წარდგენილი. 

"ეს გამოფენა  ქუთაისელი და რეგიონში მოღვაწე მხატვრებისთვის მოეწყო. ვფიქრობ, რომ საინტერესო  გამოვიდა. გამოფენილი  იყო როგორც ფერწერული ნამუშევრები, ასევე   ქანდაკებები, გრაფიკა და  გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები" , -განაცხადა მხატვართა იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ვალერი მეძმარიაშვილმა.
"ძალიან მიხარია, რომ ახალგაზრდები დაინტერესდნენ და მოვიდნენ ჩვენი ნამუშევრების სანახავად. გამოფენა არის ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი. ვფიქრობ, ასეთი გამოფენები ხშირად უნდა ტარდებოდეს ", - აღნიშნა ხელოვანმა გივი თოდაძემ.
გამოფენა ადგილობრივი თვითმართველობის  ხელშეწყობით მოეწყო. ამ ღონისძიებისათვის ქალაქის მერიამ 5 ათასი ლარი გაიღო.  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა