|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში

 ქუთაისში, ავტოქარხნის დასახლებაში საგზაო მონაკვეთის გადაკვეთისას 9 წლის გოგონას მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მოზარდი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 საინფორმაციო სააგენტო ,,ნიუპრესმა" აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს ცენტრის წარმომადგენელთან ტატო კუჭავასთნ გადაამოწმა.
 კუჭავამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტი დაადასტურა, თუმცა უარყო მოზარდის გარდაიცვალების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია. მისი თქმით, აღნიშნული შემთხვევის შედეგად მოზარდმა მსუბუქი დაზიანება მიიღო და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი, ხოლო მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.
 ,,მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა მცირეწლოვანს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოზარდმა მსუბუქი დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოძიება დაწყებულია 276- ე მუხლით, რომელიც სატრანსპორტო საშუალებით, მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს" - განაცხადა კუჭავამ.
  დაზარალებული ამ დროისთვის ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფება.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა