|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბაღდათის გამგეობამ კონკურსანტების პირადი მონაცემები გაასაჯაროვა

 ბაღდათის მუნიციპალიტეტის ოფიცალურ ვებ გვერდზე იმ პირთა საკონკურსო ქულები და პირადი მონაცემები გამოქვეყნდა, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის საკონკურსე გამოცდებში იღებდნენ მონაწილეობას. მოგვიანებით ეს მონაცემები აიღეს, თუმცა მოქალაქეებმა მათი ნახვა მაინც მოასწრეს. 

 ინფორმაციის გავრცელების ფაქტს ადასტურებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე. მისი თქმით, ეს იყო ხარვეზი, რომელიც მალევე აღმოიფხვრა.  
 ადგილობრივი მარიეტა გორგოძე, რომლის პირადი მონაცემები სხვებთან ერთად საჯარო სიცრცეში მოხვდა, აცხადებს, რომ ის წინასწარ ინფორმაციას არ ფლობდა, თუ მისი პირადი მონაცემები გასაჯაროვდებოდა.  ,,ინფორმირებული არ ვიყავი ამის შესახებ. მე, პირადად, ეს მეგობრისგან შევიტყვე, რომელმაც მკითხა, გავდიოდი თუ არა საატესტაციო გამოცდებზე. რომ ვკითხე, საიდან იცოდა ამის შესახებ, მითხრა, რომ მონაცემები ვებ გვერდზე იყო ატვირთული" - აცხადებს გორგოძე.
  დაირღვა თუ არა კანონი, ამის გასარკვევად ,,საის" ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარეს გიორგი სანტურიანს მივმართეთ. სანტურიანის განცხადებით,  აღნიშნული ქმედებით დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომლის მიხედვითაც,  საიდუმლოა ის ინფორმაცია, რომელიც შეიცავს პირის პერსონალურ მონაცემებს.  ,,თუ კი ინფორმაცია არის პერსონალური, შესაბამისად, ის არის საიდუმლო. ასეთ შემთხვევაში მოქმედებს შემდეგი სახის რეგულაცია, საჯარო დაწესებულება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლით ვალდებულია არ გაახმაუროს პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის, ან კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარეშე," - აცხადებს სანტურიანი.
  ინფორმაციია  ბაღდათის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდზე მისმა ადმინისტრატორმა ანა ავალიანმა გაავრცელა.  ის ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გრიგოლ მაჩიტაძის ცოლის დისშვილია. როგორც მაჩიტაძე "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, ავალიანის ააიპში დანიშვნის საქმეში არ ჩარეულა და მან თავად მიიღო აღნიშნული შემოთავაზება მუნიციპალიტეტიდან, ვინდაიდან ის წარმატებული ჟურნალისტია და აქვს ვებ გვერდის მართვის გამოცდილება.
   ,,იმის გამო, რომ ანა ჩემი ცოლის დიშვილი იყო, დაიბლოკა საჯარო სამსახურში დანიშვნაზე, მიუხედავად იმისა, რომ  მან წარმატებით გაიარა საატესტაციო გამოცდები. რაც შეეხება აღნიშნულ თანამდებობას, მან ეს შემოთავაზება მუნიციპალიტეტისგან მიიღო, რადგანაც ის წარმატებული ჟურნალისტია და დიდი გამოცდილება გააჩნია ვებ გვერდის მართვის მხრივ," - აცხადებს გრიგოლ მაჩიტაძე.
  თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა ავალიანი ააიპში დაკავებულ თანამდებობაზე, ამის გარკვევას გამგებლის პირველ მოადგილესთან გელა მშვილდაძესთნ შევეცადეთ. მისი თქმით, ის აღნიშნულ პიროვნებას არ იცნობს.  ,,საერთოდ არ ვიცი, ვინ არის ანა ავალიანი და არც ის ვიცი, სად მუშაობს," - განაცხადა მშვილდაძემ.
   



  

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა