|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპროკურორო საბჭოს შექმნა იგეგმება

პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა  მთავარი პროკურორის არჩევის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. წულუკიანის განმარტებით, ის პარლამეტს მალე შესთავაზებს უკვე მთავრობის მიერ დამტკიცებულ მოდელს. შეიქმნება საპროკურორო საბჭო, რომელშიც მონაწილეობას თავად პროკურატურა მიიღებს.

„შეიქმნება საპროკურორო საბჭო, სადაც მონაწილეობას თავად პროკურატურა მიიღებს.  რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორის არჩევნებში და კანდიდატურის განსაზღვრაში ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოება და საბოლოოდ, იმედი მაქვს ეს წელსვე მოხდება, მთავარ პროკურორს პარლამენტი აირჩევს.“ - განაცხადა თეა წულუკიანმა.  

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა