|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში პლასტმასის ნარჩენების შესაგროვებლად 100 კონტეინერი დაიდგმება


 ქუთაისის მერია არასამთავრობო ორგანიზაციის „სპექრტი“ პარტნიორობით მეორე წელია ახორციელებს პროექტს „ნარჩენების მართვის ინოვაციური მეთოდების დანერგვა საქართველოს, მოლდოვასა და სომხეთის შერჩეულ ქალაქებში“. პროექტი მიზნად ისახავს გარემოს მდგომარეობის და მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობას შავი ზღვის აუზის ქვეყნებში, ნარჩენების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვის მიზნით.

პროექტი ითვალისწინებს ქუთაისში პლასტმასის ნარჩენების დახარისხებულ შეგროვებას. რისთვისაც ქალაქის ტერიტორიაზე სპეციალური 100 კონტეინერი დაიდგმება. კონტეინერების შესაძენად მერიამ ტენდერი გამოაცხადა. 75 000 ლარის კონტეინერები ქუთაისში დამზადდა. მოსახლეობის ინფორმირების მიზნით,  კონტეინერები  გამჭვირვალეა. შეგროვებული ნარჩენები ადგილობრივ საწარმოებს  მეორადი გამოყენების მიზნით  გადაეცემათ.

პროექტის ფარგლებში ტრენინგი გაიმართა, რომლის მონაწილეებს  ინფორმაცია ნარჩენების მართის ინოვაციურ მეთოდებსა და მიდგომებზე მიეწოდათ.

„ჩვენი პროექტის ფარგლებში დაიდგემება კონტეინერები. ჩვენი მიზანია პლასტმასის ნარჩენები ნაგავსაყრელზე არ მოხდეს. ამიტომ ვახდენთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, რომ ეტაპობრივად მოხდეს ნარჩენების განცალკავება,“–განაცხადა პროექტის კოორდინატორმა ქეთევან ცხაკაიამ.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა