|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"პარკირების ზედამხედველობის საწარმო ბიუჯეტის ხარჯზე გაიხნება"

პარკირების ზედამხედველობისთვის საწარმოს შექმნის  გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ეხამურება. განცხადების მიხედვით,  ისინი მერიის ამ გადაწყვეტილებას რისკად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ საწარმოში "ქართული ოცნების" აქამდე დაუსაქმებელი აქტივისტები დასაქმდებიან. "მერი მურღულია და მისი მოადგილეები ბევრს რისკავენ, მათდა სამწუხაროდ, ყველაფერი ზედაპირზე დევს და საზოგადოება დღითი დღე რწმუნდება, რომ ეს ჯგუფი კერძო პარტიული ინტერესების დასაკმაყოფილებლადაა მოსული.  წინასწარ ცნობილია, რომ კიდევ ერთი საწარმო, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე გაიხსნება, პარტიული აქტივით იქნება დაკომპლექტებული. მურღულია აგრძელებს ქუთაისის ბიძინაზე გადაფორმებას, სანოტარო ბიურო მერიის შენობაა. პარკირების საგზაო ნიშანს "P"-ს თუ შეცვლიან და "SH" -დ გადააკეთებენ უფრო ლოგიკური იქნება", -ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა