|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იურიდიული დახმარების პროექტი საჯარო მოხელეებისთვის

არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ქუთაისში მორიგი შეხვედრა გამართა. ორგანიზაციის წევრებმა თვითმმართველობებში მიმდინარე კონკურსსა და იურიდიული დახმარების შესახებ ახალი პროექტის თაობაზე ისაუბრეს.

„სამართლიანი არჩევნების“ ქუთაისის ფილიალის იურისტის, თეონა გოგიშვილის განცხადებით, კონკურსის ფარგლებში მუშაობისას ქუთაისში რიგი ხარვეზები შეიქმნა. ვინაიდან სამი არასამთავრობო ორგანიზაცია იყო შერჩეული, მათ მონაცვლეობით შეეძლოთ დასწრება. ამასთან ერთად კონკურსანტს უფლება ჰქონდა, უარი ეთქვა არასამთავრობო ორგანიზაციის დასწრებაზე“,–აღნიშნავს გოგიშვილი. მისივე თქმით, ქუთაისში რამდენიმე მსგავსი შემთხვევა გამოვლინდა. პრობლემა იყო თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებშიც. რომელიც ზესტაფონის პირობებში მალევე მოგვარდა, თერჯოლაში კი კონკურსის მონიტორინგი საერთოდ ვერ განხორციელდა.

 დღესვე ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ნინო ლომჯარიამ, ახალ პროექტზე ისაუბრა. რაც საჯარო მოხელეებისთის იურიდიული დახმარების გაწევას გულისხმობს. ნებისმიერ საჯარო მოხელეს მის მიმართ გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით იურიდიული დახმარების მიღების საშუალება ექნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა