|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულთა საქმეებზე კომისიამ ანგარიში წარადგინა

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების-საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და საჯარო სკოლების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის“ შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზით 500 განცხადებას  ხარვეზი დაუდგინა, 279 განცხადება დაუბრუნდა სამინისტროს, ვინაიდან არ შედიოდა კომისიის კომპეტენციაში და 28 განცხადება გადავიდა არსებით განხილვაზე. არსებითი განხილვის ეტაპზე, კომისიამ განიხილა 305 განცხადება (28 განცხადება, რომელიც თავიდანვე გადავიდა არსებით განხილვაზე და 277 ხარვეზით შევსებული განცხადება.)

305 განცხადებიდან 23 შემთხვევაში, კომისიამ პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების დასაბუთებული ვარაუდი დაადგინა, 70 შემთხვევაში გამოიკვეთა სხვადასხვა კანონდარღვევის ნიშნები სამსახურიდან გათავისუფლების პროცესში, 5 განცხადებაზე შეწყდა წარმოება განმცხადებლის უარის ან გარდაცვალების მიზეზით, 207 შემთხვევაში კომისიამ უარყოფითი გადაწყვეტილება მიიღო“, - ნათქვამია ორგანიზაციის  „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" მიერ გამოქვეყნებულ მასალაში. 

გარდა ამისა,  კომისიამ სხვა პრობლემებიც გამოავლინა, კერძოდ სტრუქტურული სახის  სამინისტროს ადმინისტრაციის თანამდებობის პირების, შიდა აუდიტისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების  მხრიდან შრომით ურთიერთობებში ჩარევა, ზეწოლის მეთოდები ადმინისტრაციულ შენობებში შესვლისას ჩხრეკის ჩატარება, პირების პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლის იძულება, მოსწავლეთა საატესტატო გამოცდების (.. "CAT"-ის გამოცდები) არადამაკმაყოფილებელი შედეგების საფუძვლით ცალკეული სკოლის დირექტორების სამსახურიდან გათავისუფლება, სკოლის საქმიანობაში ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩარევა, საგაკვეთილო საათების განაწილებაში სამინისტროს ჩარევა, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილების გამო ზეწოლა.

კომისიამ დაადგინა, რომ 2006 -2012 წლებში  განათლების სისტემაში ხდებოდა პირების პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება და ასევე, ადგილი ჰქონდა სხვადასხვა კანონდარღვევის ნიშნებს, რამაც გამოიწვია ადამიანის უფლებების დარღვევა.  

 

კომისიამ  2 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში იმუშავა და  პირველ ეტაპზე  830 განცხადება განიხილა. 

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა