|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მართლმადიდებლური ეკლესიის როლი დიდ სამამულო ომში"


"მართლმადიდებლური ეკლესიის როლი დიდ სამამულო ომში", ასე ერქვა გამოფენას, რომელიც მესხიშვილის თეატრის ფოიეში გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო იმ სასულიერო პირების ფოტოები, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს ომის პერიოდში რელიგიური თვალსაზრისთით, ხაზი გაესვა გრიგილ ფერაძის ღვაწლს.  "გამოფენაზე ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობილს ხატია წარმოდგენილი. სასულიერო პირების ფოტოები, რომელთა სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერა ისტორიაში. რელიგიამ დიდი როლი ითამაშა მაშინდელ ომში",- განაცადა ისტორიკოსმა მირზა ხურციძემ. 
გამოფენას ქუთათელ გაენათელი მიტროპოლტი, მეუფე კალისტრატეც დაესწრო. "მეორე მსოფლიო ომში უამრავი ადამიანი დაიღუპა. საშინელება დატრიალდა. ამ დროს მთელი შეგნებული კაცობრიობა ბოროტების წინააღმდგ გაერთიანდა. მიუხედავად იდეოლოგიური წინაააღმდეგობისა, საქართველოს იმდროინდელი  კათალიკოს პატრიარქი თავისი ქადაგებით ეხმარებოდა ჯარს. 9 მაისი არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება", - განაცხადა მეუფე კალისტრატემ.
9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქუთაისში ხვალაც გაიმართება.  



ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა