|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თინა ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდათ

 თინა ხიდაშელს და გიგლა აგულაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუჩერდათ. პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე "რესპუბლიკელებისთვის" დეპუტატის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა პირველ საკითხად განიხილეს. 
გიგლა აგულაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის დადგენილება პარლამენტმა  104 ხმით 1-ის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო თინა ხიდაშელისთვის დეპუატატის მანდატის შეჩერებას მხარი 105-მა დეპუტატმა დაუჭირა.  გიგლა აგულაშვილს პარლამენტში თემურ ნერგაძე შეცვლის. თინა ხიდაშელი კი  საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატი იყო, ამიტომ   მისი პარლამენტიდან გასვლა საგარეჯოში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარებას იწვევს.

ავტორი: ანა ჯიქია