|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვიზებს საგარეო საქმეთა სამინისტრო გასცემს

საქართველოს ვიზის გამცემ ორგანოდ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განისაზღვრა. მას ელექტრონული ვიზების გაცემის შესაძლებლობა მიენიჭა. მოქმედი კანონით, განსაზღვრული ბინადრობის ნებართვის სახეებს ახალი სახე - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა დაემატა, რომელიც  უცხოელზე გაიცემა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. ასევე, საიმიგრაციო ვიზების კატეგორიას დაემატა ახალი სახე - D5 კატეგორია, რომელიც გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 35000 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. 
მთავრობის განმარტებით, აღნიშნული ტიპის ბინადრობის ნებართვის და ვიზის შემოღება წაახალისებს საქართველოში უცხოელთა შემოსვლასა და ყოფნას, ასევე მათ მიერ უძრავი ქონების სექტორში ფულადი რესურსის ჩადებას

ავტორი: ანა ჯიქია