|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბესტსელერი" - წიგნი ლიტერატურულ ჯოჯოხეთზე

ქუთაისის "ჩაის სახლმა" ბექა ადამაშვილის წიგნის "ბესტსელერი" პრეზენტაციას უმასპინძლა. მკითხველის ინტერესიდან გამომდინარე, წიგნი მეორე ტირაჟით გამოვიდა. იგი ლიტერატული ჯოჯოხეთის შესახებაა,  რომელშიც სხვადასხვა მწერლები ისევე იტანჯებიან, როგორც მათი მკითხველები. 

"წიგნი ლიტერატურტულ ჯოჯოხეთზეა. ხშირად მწერლები ვრცელი აღწერებით "ტანჯავენ" მკითხველს. მაგალითად ბუნების აღწერა 3-4 გვერდზე გრძელდება. ასევე იტანჯებიან ის მწერელები, რომლებმაც ვითომ ღრმა აზრი ჩადეს ნაწარმოებში, მაგრამ ამ აზრს  ვერავინ ვერ იგებს. ხშირად თავად ავტორებიც ვერ იგებენ. აქ ბევრ ცნობილ მწერალს შეხვდებით. მათ შორის ედგარ ალან პოს, ეგზიუპერს, არტურ კონანდოილს. ფიქრობ პრეზენტაციამ კარგად ჩაირა. რისთვისაც მადლობა ორგანიზატორებს", - განაცხადა ავტორმა ბექა ადამაშვილმა.
"ბესტსელერს" პრეზენტაციას ორგანიზება არასამთავრობო ორგანიზაცია "ნეოფილების კლუბმა" გაუწია. ორგანიზაცია საგანმანათლებლო კუთხით მუშაობს. კლუბის პრეზიდენტის მაკა კაჭკაჭიშვილის თქმით, ქუთაისში მსგავსი  საღამოების გამართვა კიდევ იგეგმება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა