|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვაკის პარკში პრემიერი და პრეზიდენტი ცალ-ცალკე მივიდნენ

"დღეს არის მსოფლიოში უდიდესი ბოროტების, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი. ჩვენი ქვეყანა არის გმირების ქვეყანა, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 350 000 ქართველი დაეცა გმირულად ბრძოლის ველზე",-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. მან ფაშიზმზე გამარჯვების აღსანიშნავად  ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. 
მთავრობის მეთაური ვაკის პარკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქთან და მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა. 

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის მემორიალი გვირგვინით შეამკო საქართველოს პრეზიდენტმაც. გიორგი მარგველაშვილი ვაკის პარკში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან თინათინ ხიდაშელთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან ირინა იმერლიშვილთან, გენერალური შტაბის უფროსთან გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძესთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსთან დავით პატარაიასთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად მივიდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა