|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

100 წლის ვეტერანს გამარჯვების დღე გუბერნატორმა მიულოცა


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზარათში მცხოვრებ ვახტანგ ტურაბელიძეს დღეს 100 წლის იუბილე და ფაშიმზე გამარჯვების დღესასწაული იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ და მუნიციპალიტეტის გამგებლმა კონსტანტინე მამისეიშვილმა მიულოცეს. საუკუნეს მიღწეული გმირი, ჯანის სიმრთელეს არ უჩივის.. იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ 100 წლის ვახტანგ ტურაბელიძეს მადლობა გადაუხადა გამძლეობისთვის, მხედრული მამაცობისა და ღირსეულად გავლილი წლებისთვის, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა კონსტანტინე მამისეიშვილმა აღნიშნა, რომ სამამულო ომის გმირს საუბილეო თარიღთან დაკავშირებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტიდან 1000 ლარი გამოეყო, როგორც ომის ვეტერანს პირად ანგარიშზე ცენტრალური ხელისუფლების მიერ 1000, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 ლარი ჩაერიცხა. ,,მთელი ცხოვრება შრომაში გავატარე, სამამულო ომის წლებში 417 ქართულ დივიზიაში ვიბრძოდი, დაჯილდოვებული ვარ მედლებითა და სიგელებით, მიწისა და შრომის სიყვარულმა გადამარჩინა, თანატოლები თითქმის აღარ შემომრჩა, 19 შვილიშვილი მყავს, რომლებსაც ქვეყნისა და მიწის სიყვარულს ვასწავლი, მადლობა თქვენ რომ გახსოვართ, მადლობა ადამიანური მოლოცვისთვის- განაცხადა ბატონმა ვახტანგმა, რომელმაც საპატიო სტუმრებს თავის ხელით დაწურული ღვინით გაუმასპინძლდა.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა