|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ევროპის დღეებს აღნიშნავენ

ქუთაისში ევროპის დღეებს აღნიშნავენ. ღონისძიებას ევროკავშირის ელჩის მოადგილე ბორის იაროშევიჩი და ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. "დღეს ჩვენ ავღნიშნავთ ევროპის დღეებს. მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები ქუთაისში და ამ ღონისძიებაზე ვუყურებ ამ ახალგაზრდებს. მოხარული ვარ, რომ ფასეულობებს ინაწილებენ საქართველო და ევროპა", - განაცხადა ევროკავშირის ელჩის მოადგილემ ბორის იაროშევიჩმა. 

  ევროპის დღეებთან დაკავშირებით  ENPARD- მა მცირე ფერმერული კოოპერატივების პროდუქციის გამოფენა მოეწყო. წარმოდგენილ პროდუქციაში შორის იყო თაფლი, ჩაი, ღვინო, თევზი და მარწყვი. "ყველას ჰგონია, რომ ეს ხელოვნურია, არადა ბუნებრივ პირობებშია გაზრდილი. გეგუთში მოგვყავს.  ჯერ ჩვენ გავსინჯეთ და ისე შევთავაზეთ მსურველს",- განაცხადა საწარმოს აგროკონსულტანტმა თამარ მიქაძემ. წვიმიანი ამინდის გამო ღია ცის ქვეშ დაგეგმილი კონცერტი რამდენიმე საათით გადაიდო. კონცერტი ქუთაისის ბალანჩივაძეების სახლობის ოპერის თეატრში გაიმართება. 





ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა