|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხანძარს ქუთაისში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ერთი ადამიანი ემსხვერპლა ხანძარს ქუთაისში. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. ბუხაიძის 13 ნომერში, 9 სართულიანი კორპუსის ბოლო სართულზე, სავარაუდოდ,  ცეცხლი სანთლიდან გაჩნდა.  როგორც მეზობლები აცხადებენ, უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა და შესაძლებელია, ცეცხლის გაჩენა ანთებულმა სანთლმა გამოიწვია. 

შემთხვევის დროს ბინაში ბაბუა და შვილიშვილი იმყოფებოდნენ. ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხანშიშესული მამაკაცის სიცოცხლეს კი ექიმების თქმით, საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე იმყოფებოდნენ სახანძრო და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.

 


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა