|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიმწოდებლის შენიშვნა ქუთაისის მერიას

ქუთაისის მერი ბალანსზე რიცხული ავტომანქანებისათვის ტუტემჟავური აკუმულატორების შესაძენად 1000 ლარიან ტენდერს აცხადებს. მიმწოდებელი ვალდებულია 1 000 ლარად მერიის ბალანსზე არსებული 10 ავტომანქანისთვის  10 აკუმულატორის შეძენა და  რიგგარეშედ მონტაჟი უზრუნველყოს.

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, ყოველი კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, შესაძლებელია დასაბუთდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით, ანგარიშფაქტურით (ინვოისით) ან/და სხვა ისეთი დოკუმენტაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

სატენდერო პირობებმა მიმწოდებელთა უკმაყოფილება გამოიწვია.   ერთ-ერთმა საკუთარი მოსაზრება კომენტარის სახით დატოვა. „100 ლარად 100 ამპერიან აკუმულიატორებს იქეთ შევიძენთ თქვენგან ისეთ კარგ ფასად ითხოვთ, აშკარად ბევრი გაქვთ ნამუშევარი ბაზრის კვლევაზე...“-ნათქვამია განცხადებაში.


ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა