|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტს 34 პაციენტი მიიღებს

პაციენტები, რომლებიც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში არიან ჩართულები, ხვალ მედიკამენტს მიიღებენ.  5000 პაციენტიდან, პირველ ეტაპზე,  მედიკამეტს  მხოლოდ 34 მათგანი მიიღებს. ეს ის პაციენტებია, რომელთა მდგომარეობა კრიტიკულია

კომისიის შემდეგი სხდომა ამ კვირაში გაიმართება, რის შემდეგაც გაირკვევა, როდის მიიღებენ  მედიკამენტებს სხვა პაციენტები. 

 C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით კვლევა გრძელდება. მისი მიზანია დაავადებულთა ზუსტი ციფრის დადგენა.

 "ელიმინაციის პროექტი დაიწყება მას შემდეგ, რაც დამთავრდება კვლევა, რომელიც მოგვცემს ზუსტ ინფორმაციას დაავადებული პაციენტების შესახებ. თბილისში კვლევა 19 მისამდე გაგრძელდება, შემდეგ დაიწყება რეგიონებში და სადღაც აგვისტოს შუა რიცხვებში დამთავრდება",-განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა