|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დაღუპული ბიჭის ნათესავები სახანძრო სამსახურს ადანაშაულებენ

ქუთაისში ბუხაიძის #13 -ში ხანძარს ახალგაზრდა მამაკაცის  ზურაბ გ-ს სიცოცხლე ემსხვერპლა.  ნათესავები ბიჭის დაღუპვას სახანძრო სამსახურის გაუმართავ მუშაობას უკავშირებენ .

"სახანძრო დროულად არ მოვიდა.  როდესაც მოვიდნენ, წყალი არ ჰქონდათ, მეორედ მოვიდნენ, კიბე არ ჰქონდათ, მესამედ - ქუდი არ ჰქონდათ,  დროზე რომ მოეხერხებინათ ცეცხლის  ჩაქრობა" , - აღნიშნა ოჯახის ახლობელმა ლელა გ-მ.

როგორც ოჯახის ნათესავები აცხადებენ, ხანძრის გამომწვევი მიზეზი მაღალი ძაბვა იყო.

"ელექტრო ენერგია მთელი დღის განმავლობაში არ გვქონდა. გვიან ღამით  მაღალი ძაბვით მოვიდა, რამაც  გამოიწვია ცეცხლის გაჩენა",- განაცხადა ლელა  გ-მ.

 სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აღნიშნულ  ბრალდების პასუხად აცხადებენ,  ცეცხლის ლოკალიზება  დროულად მოხდა

"შეტყობინება შემოსულია 00:46 სთ-ზე   00:48 გავიდა სახანძრო სამაშველო ჯგუფები 00: 55 წუთზე ადგილზე მუშაობდნენ.  მუშაობდა 9 ერთეული  ტექნიკა. სახლიდან გამოიყვანეს  კარლო გამეზარდაშვილი, რომელიც  სტაციონარში გადაიყვანეს, რაც შეეხება  ახალგაზრდას,  ის ჩვენ შენობიდან ცოცხალი გამოვიყვანეთ", აღნიშნა  სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა  სოფო  კობაიძემ.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა