|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

NDI-ის კვლევის მიხედვით, "ქართულ ოცნებას" 24%-იანი რეიტინგი აქვს

NDI-ის კვლევების მიხედვით,  კითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იმართებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, კატეგორია "არ ვიცი" აირჩია გამოკითხულთა 27%-მა, ამის შემდეგ მოდის კოალიცია "ქართული ოცნება 24%-ით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 16%. კითხვაზე პასუხზე უარი განაცხადა 12%-მა, არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას 6%, რესპონდენტთა 5% მხარს დაუჭერდა "თავისუფალ დემოკრატებს", 4% - "პატრიორტთა ალიანსს", 3% - კი "ლეიბორისტულ პარტიას". რაც შეეხება დანარჩენ 3%- - ის მოდის კატეგორიაზე "სხვა". 
რაც შეეხება შეკითხვას, ”ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას”, გამოკითხულთა 56 პროცენტი არჩევნებზე წავიდოდა, 44 კი - მონაწილეობას არ მიიღებდა. ამასთან, კვლევების მიხედვით, კითხვაზე  - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცმედით ხმას, პასუხებმა -  ”არ ვიცი”, ”უარი პასუხზედა "არც ერთ პარტიას”, ჯამში 45 პროცენტი შეადგინა. 
NDI-
ის კვლევის საველე სამუშაოები 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა