|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მკვლელობაში ბრალდებული ქართველი საბერძნეთის სასამართლომ გაამართლა

25 წლის ქართველი, რომელსაც ბერძენი არქიმანდრიტის მკვლელობაში ედებოდა ბრალი, საბერძნეთის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება. 
არქიმანდრიტის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე გასული წლის თებერვალში დააკავეს. 

ბრალდების მიხედვით, ახალგაზრდა ქართველი, 18 წლის ბერძენ თანამზრახველთან ერთად, კალამათას რაიონში თავს დაესხა 54 წლის არქიმანდრიტს. სასულიერო პირს ჭრილობები ბლაგვი საგნით თავის არეში ჰქონდა მიყენებული. 
მომხდარის შესახებ საბერძნეთის სასამართლო ერთი წლის განმავლობაში მსჯელობდა. არსებული სამხილების შედეგად ქართველი უდანაშაულოდ ცნეს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა