|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჰომოფობიის დღესთან დაკავშირებით ცხელი ხაზი ამოქმედდა

17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა, რომლის მიზანს ძალადობის დაგმობა და ლგბტ ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა წარმოადგენს. სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში, ძალადობისა და ჰომოფობიური გამოვლინებების ყველაზე მეტი შემთხვევა, სწორედ, ამ დღეს დაფიქსირდა.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, ყველა ადამიანი იბადება თავისუფალი და თანასწორი თავისი ღირსებითა და უფლებებით. გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების რეალიზაციის შესაძლებლობა ის ძირითადი ღირებულებებია, რაზეც დაფუძნებულია ქვეყნის დემოკრატიული განვითარება.

საქართველოში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახა, რომ ჰომოფობიური განწყობა მჭიდრო კავშირშია საზოგადოების სოციალური და კულტურული  შემწყნარებლობის ზოგად დონესთან. 2012 და 2013 წლების 17 მაისს კონსტიტუციური უფლების რეალიზაციის სურვილით შეკრებილი ადამიანების მიმართ განხორციელდა სიძულვილით მოტივირებული ძალადობრივი ქმედებები. პოლიციამ კი ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა. 2014 წლის 17 მაისი არ აღნიშნეს ლგბტ თემის წარმომადგენლებმა და უფლებადამცველებმა, რადგან გასული წლების გამოცდილებით მიიჩნევდნენ, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა მათ უსაფრთხოებას.

სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისადმი არაერთი მოწოდების მიუხედავად, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და შემწყნარებლობის. 

ავტორი: ნიუპრესი