|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მოსწავლის მსოფლიო აღიარება

ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის #41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკა ალავიძემ Intel Isef-ის 2015 წლის მსოფლიო კონკურსზე მეოთხე საპრიზო ადგილი მოიპოვა. 1700 კონკურსანტ პროექტს შორის, მექანიკური ინჟინერიის დარგში ნიკას პროექტი „გახეთქილი მილების შესაკეთებელი მოწყობილობა“ ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩნდა. ინტელის საერთაშორისო-საინჟინრო გამოფენა - კონკურსი ამერიკის შეერთებულ შტატებში ქალაქ პიტსბურგში გაიმართა. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საქართველოდან ნორჩ-გამომგონებელთა კონკურსის „ლეონარდო და ვინჩის“ გამარჯვებული მოსწავლეები გაემგზავრნენ. გრანპრის მფლობელები: თემურ ჩიჩუა, ალექსანდრე თოიძე და ნიკოლოზ მინაშვილი, პირველი ადგილის მფლობელები ვახტანგ დონაძე, ირაკლი ჩხეიძე და კარლო ხუციშვილი და მესამე ადგილის მფლობელი ნიკა ალავიძე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ნორჩ გამომგონებელთა კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი“ ყოველწლიურად ატარებს. კონკურსის მიზანია მეცნიერებითა და ინოვაციით დაინტერესებული, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა, მათი წახალისება, სწავლის დონის ამაღლების, ტექნიკური პროგრესის მიმართ მოზარდთა ინტერესის გაღვივების, მათი პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. კონკურსის ჩატარებას და ადმინისტრირებას სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი უზრუნველყოფს ხოლო, ამერიკის შეერთებულ შტატებში "ლეონარდო და ვინჩის" გამარჯვებულების გამგზავრება ინტელის ფონდმა დააფინანსა.

ავტორი: ნიუპრესი