|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსთავში მუშები გაიფიცნენ

რუსთავში მუშები გაიფიცნენ. ისინი გზატკეცილის მშენებლობაზე მუშაობდნენ. ისინი კომპანია  „სინჰიდრო კორპორეიშენ ლიმიტედისგან“ ხელფასის გაზრდას ითხოვენ. კომპანიის წარმომადგენლები გაფიცულ მუშებს  შეხვდნენ, თუმცა ხელფასის გაზრდაზე ვერ შეთანხმდნენ. 

გაფიცული მუშების თქმით, მათი  ანაზღაურება დღეში 21 ლარია. ამიტომ  თანხის გაზრდას მინიმუმ 30 ლარამდე ითხოვენ. 

მუშების გაფიცვა, სავარაუდოდ,  რუსთავ-თბილისის მაგისტრალის მშენებლობას შეაფერხებს.  მშენებლობა 2015 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ავტორი: ანა ჯიქია